გიორგი სუხიტაშვილი: ჩემს სიძეს დაესხნენ თავს. ვინმე შეშინდება? არა და ვერ შეაშინებთ!

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი თავის სიძეზე, ნოდარ ჩაჩანიძეზე თავდასხმას ეხმაურება:

“ახლა ტელევიზიით გავიგე, რომ ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს სიძეს დაესხნენ თავს (ვესაუბრე, ნორმალურადაა).

ამით რისი მიღწევა გინდათ? ვინმე შეშინდება? არა და ვერ შეაშინებთ! უფრო მეტ ადამიანს რომ აბოროტებთ და იმტერებთ, ვერ ხვდებით? მგონია, რომ ადრე თუ გვიან ჩემთანაც მოხვალთ სადმე და დამხვდებით, მიზეზის მოგონება არ გაგიჭირდებათ.

არავის არ ეშინია დახვედრით, გააზრებული და გათავისებული მაქვს ის, რომ ვიღაცას არ მოვეწონები! ხო არც გაგინებთ არც რამე სხვას.

თქვენ კიდევ, ხალხო, თუ იდიოტები არა ხართ, უნდა ხვდებოდეთ, რა ნეხვშიც ვართ, არ გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ, ყველამ კარგად იცით! მე მზად ვარ კაი ცემა ავიტანო, ამიტანია კიდეც, მეტსაც გეტყვით – დიდი პატივი იქნება ჩემთვის.“ – წერს გიორგი სუხიტაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს