“კაკა არასდროს მიღალატებდა, ყოველთვის კარგად მექცეოდა, მშვენიერი ოჯახი მყავდა, მაგრამ მე არ ვიყავი ბედნიერი – ის ზედმეტად სრულყოფილი იყო” – კაკას ცოლის ხმაურიანი აღიარება – Marao

“კაკა არასდროს მიღალატებდა, ყოველთვის კარგად მექცეოდა, მშვენიერი ოჯახი მყავდა, მაგრამ მე არ ვიყავი ბედნიერი – ის ზედმეტად სრულყოფილი იყო” – კაკას ცოლის ხმაურიანი აღიარება – Marao
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ყოფილი მეუღლის კაროლინა სელიკოს განცხადებას უპასუხა. სელიკომ ვეტერან ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე ისაუბრა და საკმაოდ უცნაური განმარტებაც გააკეთა.
“კაკა არასდროს მიღალატებდა, ყოველთვის კარგად მექცეოდა, მშვენიერი ოჯახი მყავდა, მაგრამ მე არ ვიყავი ბედნიერი, რაღაც მაკლდა. პრობლემა ის არის, რომ ის ჩემთვის სრულყოფილი იყო”, – თქვა სელიკომ.
ამის შემდეგ Marca-მ ბრაზილიელის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც ყოფილ მეუღლესთან განშორებაზე და შემდეგ შექმნილ რთულ პერიოდზე საუბრობს.
“2015 წელს მე დაქორწინებული ვიყავი და ჩემი ცოლმა დაშორება გადაწყვიტა. მან მითხრა, მე არ ვარ ბედნიერი და მგონია რომ ეს შენთან ერთად ყოფნის ბრალია.
მე საზღვარგარეთ ვიყავი, ვცხოვრობდი -ში და მან ბრაზილიაში დაბრუნება მოისურვა. “მე ბრაზილიაში დაბრუნება და ცხოვრება და ასევე შენთან განქორწინება მსურს”, – მითხრა მან.
შემდეგ მე წავიკითხე წიგნი სახელწოდებით Prova de Fogo, ეს წიგნი ძალიან მაგარია ყველასთვის, ვისაც ქორწინებაში პრობლემები აქვს.
რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე, ცნობილი, როგორ კაკა ბრაზილიელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველია. კაკა ბრაზილიაში 1982 წლის 22 აპრილს, სიმონე და კრისტინა ლეიტეების ოჯახში დაიბადა. მისი ზედმეტსახელი „კაკა“ ბრაზილიაში ჩვეული შემოკლებაა სახელი რიკარდოსათვის, თუმცა რეალური წარმოშობა ამ ზედმეტსახელისა მის უმცროს ძმას, ასევე ფეხბურთელს, დიგაოს უკავშირდება; მას პატარობისას რიკარდოს წარმოთქმა უჭირდა და ენის გაუტეხელობის გამო კაკას ეძახდა და საბოლოოს შერჩა რიკარდოს ეს მეტსახელი.
კაკამ ბავშვობაში მძიმე ტრავმა გადაიტანა, ცარიელ აუზში ჩავარდა. მას ერთი კვირის მანძილზე საშინელი ტკივილები ჰქონდა და ერთი კვირის შემდეგ ფეხზე დგომაც ვეღარ შეძლო. ექიმებმა მას უთხრეს რომ ხერხემლის მალები ჰქონდა დაზიანებული და იგი სიარულს ვეღარ შეძლებდა. მედიკოსებს ვერ წარმოედგინათ მის გამოჯანმრთლება, თუმცა მოხდა სასწაული, თუმცა საბოლოოდ კაკა განიკურნა და ფეხბურთის თამაშიც განაგრძო. ამიტომაც ყოველი გოლის გატანის შემდეგ იგი ცისკენ აპყრობს ხელებს და ღმერთს მადლობას სწირავს, რომ მას თამაში შეუძლია. კაკა ყველა ინტერვიუში წერს რომ მისი ფეხბურთელობა უფლის წყალობა და საჩუქარია
სხვადასხვა დროს იცავდა „სან-პაულუს“, „მილანის“, მადრიდის „რეალის“ „ორლანდო სითისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. იტალიის ჩემპიონი (2004) და იტალიის სუპერთასის მფლობელი (2004), ჩემპიონთა ლიგის (2007) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (2007), უეფა-ს სუპერთასის მფლობელი (2007) „მილანის“ შემადგენლობაში. ესპანეთის ჩემპიონი (2012) და ესპანეთის თასის მფლობელი (2011) მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში. ფიფა-ს კონფედერაციის თასის ორგზის მფლობელი (2005, 2009) და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2006 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად. ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ