კაია კალასი – პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს – ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ

პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ „უწყვეტ სარაკეტო იერიშებს აგრძელებს, რაც სიკვდილსა და ნგრევას იწვევს“.
„კიდევ ერთხელ, პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს. ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტ უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეს ძალიან მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს“, – წერს კაია კალასი X-ზე.
ცნობისთვის, რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”