არქივი18 თებერვალი, 2024, 09:55
კადიროვმა 18 წლის შვილი ჩეჩნეთის ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშნა
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა 18 წლის შვილი, ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, მაგომედ დაუდოვმა გაავრცელა. მან ახმატ კადიროვს, ბაბუის - ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი, პირადად გადასცა.
აქამდე ახმატ კადიროვს ჩეჩნეთის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.