იულია ნავალნაია: გთხოვთ, გაერთიანდით რუსეთის რეჟიმის დასასჯელად

რუსი ოპოზიციონერი ს ცოლი იულია ნავალნაია მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრეებს პუტინის რეჟიმის დასასჯელად გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ნავალნაიამ თქვა, რომ მისი ქმრის დაღუპვაზე ცნობები მხოლოდ სახელმწიფო წყაროებიდან ვრცელდება და არ იცის უნდა დაიჯეროს თუ არა ეს შემზარავი ამბავი:
„არ ვიცი უნდა დავიჯერო თუ არა ეს საშინელი ამბავი. ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ პუტინის მთავრობას. მაგრამ თუ ეს მართალია, მინდა პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მისმა ხელისუფლებამ იცოდნენ რომ პასუხს აგებენ იმის გამო, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს და ჩემს ქმარს გაუკეთეს. ეს დღე დადგება ძალიან მალე.
ყველას ვთხოვ ვინც აქაა, გაერთიანდით და დაგვეხმარეთ რუსული რეჟიმის დასჯაში“ — თქვა ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა.
უწყების ცნობით: „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად იმწამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდადებულის გარდაცვალება“. უწყების ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები.
ს პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამსახური ატარებს შემოწმებას, ხოლო ნავალნის გარდაცვალების მიზეზი მედიკოსებმა უნდა დაადგინონ. მისივე თქმით, პუტინს ნავალნის გარდაცვალებაზე უკვე მოახსენეს.
ნავალნის ადვოკატმა, ლეონიდ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ ადვოკატი პოლიტიკოსთან 14 თებერვალს, ოთხშაბათს იყო მისული. „ალექსეი ნავალნის ოჯახის გადაწყვეტილებით, კომენტარს არ ვაკეთებ. ახლა საკითხს ვარკვევთ. ადვოკატი ოთხშაბათს იყო. მაშინ ყველაფერი ნორმალურად იყო“, – ამბობს სოლოვიოვი.

ასევე დაგაინტერესებთ