“ისიც არ მესმის, რაში სჭირდება ქალს ბოტოქსი, ის ხაზი, ის ნაოჭი, უნდა მოიხდინო…” – მაკა ჩიჩუა – Marao

“ისიც არ მესმის, რაში სჭირდება ქალს ბოტოქსი, ის ხაზი, ის ნაოჭი, უნდა მოიხდინო…” – მაკა ჩიჩუა – Marao
“არ მჯერა, რომ ლამაზი ქალი საჭიროებდეს ქირურგიულ ჩარევას, ბოტოქსს. ისიც არ მესმის, რაში სჭირდება ქალს ბოტოქსი, ის ხაზი, ის ნაოჭი ისევე შეგიძლია მოიხდინო, როგორც სხვა დანარჩენი… რატომ უნდა წავისვა სახეზე რამე, როცა შემიძლია, ვიყო თავისუფალი, კანზე ხელი მოვიკიდო, თვალები ისევ ისე მიციმციმებდეს, როგორც არის სინამდვილეში. ხელოვნური ჩარევა არის ზედმეტი” – ამბობდა მაკა ჩიჩუა, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ერთ-ერთ ინტერვიუში. ის ბოლო წლებში, რაც საჯარო ცხოვრებას ჩამოშორდა, მართლაც უარს ამბობს ზედმეტ კოსმეტიკაზე და ეკრანსა თუ სოციალურ ქსელში მაკიაჟის გარეშე ჩნდება.
მაკა ჩიჩუა არის ქართველი მსახიობი, მხატვარი, ვიზაჟისტი და მუსიკოსი; საქართველოს პირველი ლედი 2013-18 წლებში; არის საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, ს მეუღლე. არის შემსრულებელი სიმღერისა „ელექტროტალღები“. ჰყავს სამი შვილი: მაშო, თეიმურაზი და თომა.
მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დაქორწინდნენ 2014 წლის 10 სექტემბერს. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს. საქორწინო ხელისმოწერისას მოწმეები მათი შვილები — ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა იყვნენ. მაკას 2015 წლის 2 თებერვალს მეორე შვილი შეეძინა. ახალშობილი გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პირველი საერთო შვილია. პრეზიდენტის ვაჟს ბაბუის სახელი, თეიმურაზი (თემიკო) დაარქვეს. მოგვიანებით კი წყვილს კიდევ ერთო ვაჟი, თომა გაუჩნდა. მაკა ჩიჩუა ოჯახთან ერთად დუშეთში ცხოვრობს.
· “12 წელზე მეტია აქ გადმოვედით, ცხოველები სულ გვყავდა… ნელ-ნელა ვაკეთებდით ამ სახლს, სულ ჩვენი ხელით“
„ჩემს ცხოვრებაში სრული უძრაობაა.. ვზივარ სახლში, ტყეში. საერთოდ არსად არ დავდივარ. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რომ ჩამოვედი. ვზივარ სახლში იმიტომ, რომ მყავს ორი ცალი პატარა ბავშვი და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვენ ერთიც და მეორეც. ახლა მაქსიმალურად ვჭირდები მათ. ძალიან დავიღალე, მართლა დავიღალე, მაგრამ ყველა დედის ხვედრი ესაა…
“თომა ლიდერია, თემო ძალიან არტისტულია, თუ ყურადღებას არ აქცევენ არ მოსწონს“იქ იმდენი სასიამოვნო მომენტია. უყურებ, როგორ ვითარდებიან, რა ახალ ფრაზებს და ნააზრევს ამბობენ, თან უნდათ, რომ შენ გაგიზიარონ. რადგან ჩემი პროფესია უფრო განმარტოების პროფესიაა, არ ვარ გუნდური მოთამაშე, მინდა ხოლმე უფრო მეტად განმარტოება, მაგრამ ვინ გაცდის?” – ამბობს მაკა ჩიჩუა ნანუკა ჟორჟოლიანთან სტუმრობისას.
· მაკა ჩიჩუა შვილების აღზრდას დიდ დროს უთმობს და მათ ყოველდღიურობაშიც ჩართულია. როგორც თავად აღნიშნა, შვილი საჯარო სკოლაში დაჰყავს და ფიქრობს, რომ ძვირადღირებულ ფასიან სკოლებში შვილების მიყვანა უფრო გაპრანჭვას ჰგავს:
“ძალიან ბევრს გაუკვირდა, როცა ჩვენმა ოჯახმა საჯარო სკოლაში გადაწყვიტა შვილის მიყვანა. მე მგონია, რომ პირველ რიგში, ბავშვი არ უნდა დაღალო დილაუთენია გზაში და საცობში და იმ სკოლაში მიიყვანო, რომელიც სახლთან ახლოს მდებარეობს. სკოლაში დამხვდა ჯგუფი, რომელიც მზად იყო, განსაკუთრებული საჭიროების ბავშვისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. დუშეთში ისეთი სერვისი მივიღე, რომელიც სრულიად დამაკმაყოფილებელია ჩემთვის. ბავშვი სიხარულით მიდის სკოლაში., როცა თავიდან მაინცდამაინც კარგი განწყობა არ ჰქონდა. მე უფრო პრანჭვა მგონია ბავშვის ფასიან სკოლაში მიყვანა, სადაც უზარმაზარი თანხა უნდა გადაიხადო…”

ასევე დაგაინტერესებთ