ირანის საგარეო მინისტრი – მეზობელ ქვეყნებს ისრაელზე შეტევამდე 72 საათით ადრე ვაცნობეთ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, ირანმა მეზობელ ქვეყნებს ისრაელზე შეტევის განხორციელებამდე 72 საათით ადრე აცნობა, რომ ს წინააღმდეგ გარკვეული პასუხი იქნებოდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ირანმა მეზობელ ქვეყნებს განუცხადა, რომ ოპერაცია ლეგიტიმური თავდაცვის სახით განხორციელდებოდა.
„ჩვენი მეზობლებისა და რეგიონის უსაფრთხოებას ირანის ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოებად მივიჩნევთ“, – დასძინა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.
მან არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები იყვნენ ინფორმირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი” – ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ მიესალმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს