“ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი” – ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ მიესალმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

პრემიერ-მინისტრი  განმარტავს, რატომ არ მიესალმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

როგორც მ აღნიშნა, მან საკუთარ სიტყვაში პრეზიდენტი შეგნებულად არ მოიხსენია, ვინაიდან ს პოლიტიკური განცხადებები დღევანდელი დღისთვის შეუფერებელი იყო.

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართველ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის, ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება