ირანელი სპორტსმენები ეროვნულ ნაკრებებს ტოვებენ

ირანში განვითარენული მოვლენების კვალდაკვალ, ირანელი სპორტსმენების ნაწილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისინი ტოვებენ ეროვნულ ნაკრებებს.
ირანელი კალათბურთელი, ბეჰნამ იახჩალი Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დროებით ტოვებს ირანის ეროვნულ ნაკრებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის „ხალხისადმი თანაგრძნობას“ ასახელებს.
იახჩალი წერს, რომ „ამ დღეებში ხალხის გულები უბედურია“ და აღნიშნავს, რომ ეროვნულ ნაკრებში არ დაბრუნდება იმ დრომდე, სანამ „გული არ დამშვიდდება“.
ის იმედს გამოთქვამს, რომ ერთ დღეს კვლავ შეძლებს „ირანისთვის, მშვიდი გულით ერთად დგომას“.
31 იანვარს, ქალთა საფეხბურთო კლუბის „გოლგოჰარ სირჯანის“ მოთამაშემ ზაჰრა ალიზადემ განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებს ტოვებს ირანელი ხალხის მხარდასაჭერად.
საკუთარ განცხადებაში ის წერს, რომ იმ ვითარებაში, როცა „ირანის გული ტკივილითა და ტანჯვით იწვის“, ვეღარ შეძლებს, როგორც ადრე, ეროვნული სტადიონებზე გამოსვლას. ამბობს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ხალხისადმი თანაგრძნობაა.
ანალოგიური განცხადება გაავრცელა ქალთა საფეხბურთო კლუბ „სეპაჰანის“ მოთამაშემ კოუსარ კამალიმაც. ის ტოვებს ეროვნულ ნაკრებს და წერს, რომ როდესაც „გული დაჭრილია და სული დაღლილი“, ფეხბურთი ვეღარ ხდება თავშესაფარი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია არა ბრაზის, არამედ „ცნობიერებისა და სინდისის პატივისცემის“ საფუძველზე.
ირანში იანვრის დასაწყისში საპროტესტო გამოსვლების დროს ათასობით ადამიანი მოკლეს. -ში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ირანში ძალადობის შედეგად ბოლო კვირების განმავლობაში, სულ მცირე, 6373 ადამიანი დაიღუპა და, სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდია. ამავე ცნობით, 42450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)