არქივი1 თებერვალი, 2026, 00:09
ირანელი კომპოზიტორი: ამ ბნელ დღეებში ნებისმიერ დღესასწაულსა თუ ფესტივალში მონაწილეობა ახალგაზრდების საფლავების შეურაცხყოფად მიმაჩნია

ირანელი კომპოზიტორი, სოჰრაბ პურნაზერი აცხადებს, რომ ირანის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ფაჯრის კინოფესტივალში მონაწილეობას არ მიიღებს. მან ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ კინოფესტივალზე წარსადგენად შეირჩა რამდენიმე ფილმი, რომლისთვისაც მუსიკა თავად შექმნა
"ამ ბნელ დღეებში ნებისმიერ დღესასწაულსა თუ ფესტივალში მონაწილეობა ახალგაზრდების საფლავების შეურაცხყოფად და ჩემი სამშობლოდ მგლოვიარე დედებისა და მამების გულებზე დამატებით ტვირთად მიმაჩნია" - დაწერა მან.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.