ირაკლი ნადირაძე – სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ინსტიტუტს წარმოადგენს და ჩვენ ერთადერთი, რასაც მისგან ვითხოვთ არის ის, რომ პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს

საპრეზიდენტო ინსტიტუტს წარმოადგენს და ჩვენ ერთადერთი, რასაც მისგან ვითხოვთ არის ის, რომ პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი, გაათავისუფლოს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობა არსებულ პრობლემებზე არ საუბრობს, ამიტომ ცდილობენ, რომ სხვადასხვა თემით სპეკულაციებით დაკავდნენ.
„უმრავლესობას სალაპარაკო არ აქვს გაზრდილ ფასებზე, პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, ემიგრაციაზე, შობადობის შემცირებაზე, საპენსიო სესხებზე, ამიტომ მუდმივად ცდილობენ, რომ სხვადასხვა თემით სპეკულაციებით დაკავდნენ. სალომე ზურაბიშვილი არის სალომე ზურაბიშვილი, იგი წარმოადგენს საპრეზიდენტო ინსტიტუტს, მას აქვს თავისი უფლებამოსილებები, თავისი კომპეტენციები და ჩვენ ერთადერთი, რასაც მისგან ვითხოვთ და მოვითხოვთ არის, რომ გაათავისუფლოს პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი,“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება პრეზიდენტის გზავნილს – ეს ნიშნავს დემონსტრირებას, რომ განსხვავებული ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა, ე.ი. ქმედითი იქნება კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია