იონათამიშვილი: ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!

წერს ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ეხება საქართველოში რუსული კანონის მიღებას. დოკუმენტი შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, განიხილოს ოლიგარქი ს სანქცირება და გადაიხედოს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი.
მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის მიღებით ევროპარლამენტი ითხოვს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია.