არქივი15 სექტემბერი, 2024, 13:58
ინგა ჩახვაშვილი: შენ ხომ იცი, ღმერთო, ის გმირი ბიჭები, რომელთა სულები ახლა შენთან არიან, სამშობლოს თავისუფლებასთან ერთად მტერს შენგან მოცემული თავისუფლებისთვისაც, შენი სახელის დიდებისთვის ებრძოდნენ

"ღმერთო, ისე ნურავის შემაძულებ, საქართველოს თავდატეხილი ყველა ომი, უბედურება, მტრის ვერაგობა მას ავკიდო ცოდვად და ნურც ისე შემაყვარებ ვინმეს, ჩემს სამშობლოში მტრის საქმე აკეთოს, საქართველოს მთლიანობას, ერთიანობას და თავისუფლებას შეწირული ბიჭების გმირობა სიბრიყვედ გაგვისაღოს და ახალი გმირების შექმნას, ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის და მტრის დავალების შესრულებაში ერს ჩაითრევს, ტაშით და აღფრთოვანებით შევხვდე.
ნუ დამაბრმავებ, ღმერთო, ნურც სიყვარულში, ნურც სიძულვილში.
შენი სიყვარულით, შენი იმედით, შენი წყალობის მოლოდინით ვიქნები კვლავაც, რომ ბოლო სიტყვა შენია და შენი ნების გარეშე ვერც ერთი გარეწარი ვერ შეძლებს საქართველოს მტრისთვის ჩაბარებას.
შენ ხომ იცი, ღმერთო, ის გმირი ბიჭები, რომელთა სულები ახლა შენთან არიან, სამშობლოს თავისუფლებასთან ერთად მტერს შენგან მოცემული თავისუფლებისთვისაც, შენი სახელის დიდებისთვის ებრძოდნენ.
შენ იცი, ყოვლისმცოდნევ და ყველგან მყოფო," - წერს ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.