ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ივან ჰაშეკი: მოხარული ვართ, რომ საქართველომ ბოლო წუთზე ვერ გაგვიტანა

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ისაუბრა:
"მინდა საქართველოს ნაკრებს და მის მწვრთნელს ვილი სანიოლს მოპოვებული ქულა მივულოცო. ვფიქრობ, გუნდებმა სანახაობრივი თამაში აჩვენეს, რომელიც გულშემატკივრებს მოსწონთ. შესანიშნავი ატმოსფერო იგრძნობოდა. ვდომინირებდით, მაგრამ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ. ჩვენს მიერ შექმნილი 26 მომენტი ყველაფერზე მეტყველებს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ - მოხარული ვართ, რომ მოწინააღმდეგემ ბოლო წუთზე კონტრშეტევაზე შანსი ვერ გამოიყენა“.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.