ივანიშვილმა თავი გადადო, რომ სულელური კითხვები დაგესვათ – მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსში საქართველოს დემოკრატიის უკუსვლის კომენტირებისას, ამბობს:
არის ადამიანი, რომელმაც ეს საზიზღრობა აღმოფხვრა და ეს ვერ აუტანიათ და რევანშის საფუძველიც ეს არის. ეს არის კაცი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი თავი გადადო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია ყოფილიყო, ასე წყნარად და ღიმილით დაგესვათ კრიტიკული კითხვები, რომელსაც ეხლა სვამთ და სულელური კითხვებიც მათ შორის და ამაზე არავინ გამოგკიდებოდათ…სულელურია ყველა კითხვა და სულელური არის ყველაზე რბილი შეფასება, რომელიც ამბობს რომ ნაცებთან მიმართებაში უკუსვლაა დემოკრატიის”