თებერვალში ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით 77 მილიონი დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესყიდვა ისევ აქტიურად დაიწყო. როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, Bmatch პლატფორმის მეშვეობით გასული თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 77 მილიონი დოლარი შეისყიდა, რომელიც ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით განხორციელდა.
ბოლო სამ თვეში სავალუტო რეზერვების მოცულობა 375 მილიონი დოლარით, 4.74 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ შესყიდვების გააქტიურება სავარაუდოდ, ამ დანაკლისის შევსებამ განაპირობა.
2024 წლის იანვარ-თებერვალში ჯამში სებ-ის მიერ რეზერვების შესყიდვებმა 86 მილიონი დოლარი შეადგინა.