ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს გვიან ღამით კაცი მოკლეს.
ინფორმაცია დაახლოებით ღამის 12 საათისთვის გავრცელდა. ახლოს მყოფი ადამიანების თქმით, მოკლულის მიმართულებით ავტომობილიდან, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ისროლეს და დაჭრეს კიდევ ერთი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლები).

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.