ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. თვითმხილველები „პუბლიკას“ ეუბნებიან, რომ უცნობმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა. ამ ეტაპზე მეტი დეტალი უცნობია. „პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა. მათგან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი