ზურიკოს საგოლე გადაცემა – “ბორდო” კომპენსირებულ დროში კაცნაკლულ “სენტ-ეტიენთან” დამარცხდა

ლიგა 2-ის 33-ე ტურში „ბორდო“ გასვლაზე მესამე ადგილზე მყოფ „სენტ-ეტიენთან“ დამარცხდა, რომელიც 73-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა- 1:2.
„ბორდო“ გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვა და წააგო.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ისევ კარგად ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა. მან ყვითელი ბარათი მიიღო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
დავითაშვილმა ზედიზედ მეოთხე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 32 მატჩში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ქართველმა flashscore-სგან თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 7.1 მიიღო. Sofascore-მ მისი თამაში
7.2 ქულით შეაფასა.
ჟირონდული გუნდი 41 ქულით მე-14 ადგილზეა და 23 აპრილს „დიუნკერკს“ უმასპინძლებს.
სენტ-ეტიენი – ბორდო 2:1
გოლები: 0:1 დიასი (42), 1:1 კარდონა (90+1), 2:1 კარდონა (90+4)
გაძევება: ნადე (73, სენტ-ეტიენი)