“ჩემთვის ფული მთავარი არ არის” – მხითარიანმა საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლა გამორიცხა

“ინტერის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა Armenian Public TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ს ჩემპიონატში თამაშს არ აპირებს.
“საუდის არაბეთის ჩემპიონატის მესვეურები ევროპის უძლიერეს ფეხბურთელებს იწვევენ, რადგან საკუთარი ჩემპიონატი განავითარონ.
სიმართლე გითხრათ, ამასთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, რადგან მჯერა, რომ ფეხბურთში ფული მთავარი არ არის. ფეხბურთი ფულის გამო არასდროს მყვარებია, ამიტომ საუდის არაბეთის ჩემპიონატის კარი ჩემთვის დახურულია.
ევროპული ფეხბურთის დონე, გულშემატკივრების ვნება… ამას არაფერი შეედრება.
35 წლის ასაკში ბევრი სკუდეტოს მოგებას ვერ ახერხებს, მე კი ეს შევძელი, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ,
მომავალ სეზონშიც უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშო”, – განაცხადა მხითარიანმა.