არქივი30 აგვისტო, 2024, 23:54
ზურაბ ბატიაშვილი: ყველა არ იყიდება! მოკლედ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ!
"იმას, რაც “სირცხვილიასთან” დაკავშირებით მოხდა და მერე ამის აფიშირებას (ვიდეოს ჩაწერას) ერთადერთი მიზანი აქვს - საზოგადოებაში დათესონ ნიჰილიზმი, რომ ყველა იყიდება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რომ შემდეგში პოლიტიკოსებსაც მოისყიდიან და ა.შ.
რა თქმა უნდა, მათ უამრავი ფული, კომპტომატი და ა.შ. აქვთ პოლიტიკოსთა გადაბირებისთვისაც.
ჩვენ, მოქალაქეებმა რა თქმა უნდა ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, ნიჰილიზმში არ უნდა ჩავვარდეთ, ყველა არ იყიდება! მოკლედ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ!
მაგრამ ამავე დროს პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს უნდა მოვთხოვოთ ის მექანიზმი, პირობა თუ გარანტია (რაც გინდა ის დაარქვით), რომ არჩევნების მერე “სირცხვილიასავით” არ გაიყიდებიან და არ გაყიდიან ჩვენს მიერ მათთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მიცემულ ხმებს!" - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.
შეგახსენებთ, მოძრაობა „სირცხვილია“ რუსული კანონის შედეგად შექმნილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში“ დარეგისტრირდება.
ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.
ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.