ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ბალანჩივაძე: თქვენ წინაშეა ხარისხიანი და უხარისხო რესტავრაცია: ხორას მონასტრის მოზაიკას, გელათისგან განსხვავებით, სოკო არ აქვს და აღარ ცვივა

ზურაბ ბალანჩივაძე: თქვენ წინაშეა ხარისხიანი და უხარისხო რესტავრაცია: ხორას მონასტრის მოზაიკას, გელათისგან განსხვავებით, სოკო არ აქვს და აღარ ცვივა
"თქვენ წინაშეა ღვთისმშობლის ორი მოზაიკური გამოსახულება: პირველი მათგანი სტამბოლის ხორას ეკლესიაში გადავიღე, რომელიც დღეს მეჩეთადაა გადაკეთებული, მეორე კი გელათის მონასტერში.
ორივე გამოსახულება იმავე პერიოდს განეკუთვნება, თუმცა, ხორასგან განსხვავებით, გელათი მეჩეთი არასდროს ყოფილა.
ასე რომ, თქვენ წინაშეა ხარისხიანი და უხარისხო რესტავრაცია: ხორას მონასტრის მოზაიკას, გელათისგან განსხვავებით, სოკო არ აქვს და აღარ ცვივა.
ესეც პასუხი, ვინ როგორ უფრთხილდება სიძველეებს,"  - წერს ზურაბ ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.