ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე მუშაობა დასრულებულია – რა ღირებულებებს დაეფუძნება ახალი დოკუმენტი

ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე მუშაობა დასრულებულია – რა ღირებულებებს დაეფუძნება ახალი დოკუმენტი
ირაკლი კობახიძის თქმით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„საჯარო განხილვების საფუძველზე შედგა დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა, სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა, ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა, თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა, მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა, ჩართულობა, ტოლერანტობა და სამართლიანობა, მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ზოგადსაკაცობრიო მორალური და ეთიკური პრინციპები, უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა, გარემოს დაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური ესთეტიკური სოციოემოციური განვითარება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, აკადემიური ცოდნა და წიგნიერება, კომუნიკაციის მაღალი კულტურა, ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა. ამ დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები და გაუმჯობესდება საგანმანათლებლო რესურსები,“- განაცხადა ირაკლი მ, მისი თქმით, წინა დოკუმენტი 2004 წელს შედგა და 20 წლის შემდეგ არსებითად გადაისინჯა. მისი თქმით, როგორც ქვეყანაში ასევე გლობალურად მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ამ ფონზე დოკუმენტის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.