ზელენსკი თურქეთში ჩავიდა ერდოღანთან მოსალაპარაკებლად

უკრაინის პრეზიდენტი, , 8 მარტს თურქეთში ჩავიდა თავის კოლეგასთან, რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებაზე რუსეთთან ომის, თავდაცვაზე თანამშრომლობისა და უკრაინული სურსათის ექსპორტის უსაფრთხოების შესახებ.
ზელენსკის ჩასვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს როგორც უკრაინული, ისე თურქული სახელმწიფო მედია.
უკრაინის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ზელენსკი და ერდოანი ასევე განიხილავენ ს 10 პუნქტიან სამშვიდობო ფორმულას კონფლიქტის დასასრულებლად, უკრაინელი ტყვეებისა და ყველა დეპორტირებული პირის გათავისუფლებასთან ერთად და ასევე, სურსათის გლობალურ უზრუნველყოფას, შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ტრანზიტის მეშვეობით.
ორი ლიდერის შეხვედრა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში იყო დაგეგმილი. მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკი და ერდოანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, რომელიც საღამოს 6 საათზე შედგება. ჟ
ში, რეგიონულმა ოფიციალურმა პირებმა 8 მარტს განაცხადეს, რომ წინა დღეს, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სუმის რეგიონში ორი ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა. ჩერნიგოვის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ერთი ადამიანი დაიღუპა ს მხრიდან სროლის შედეგად, განაცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა. 8 მარტს, დილით, უკრაინამ მოიგერია რუსული დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის მიერ გაშვებული 37 დრონიდან 33 ჩამოაგდო ნათქვამია არმიის 8 მარტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ