ზელენსკიმ დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ოლექსი დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სხვა განკარგულებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანილოვის ადგილზე დანიშნა საგარეო დაზვერვის მეთაური, ოლექსანდრ ლიტვინენკო.
უცნობია, რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი.