“გისურვებთ მომავლს, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე” – ისლანდიის პრეზიდენტი

ისლანდიის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
“ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ყველა ადამიანს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩემი ოფიციალური ვიზიტის გახსენებისას, საქართველოს ნათელ და აყვავებულ მომავალს ვუსურვებ, რომელიც ჩვენს საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. გილოცავ საქართველო”, – წერს ის.
საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.