არქივი22 ოქტომბერი, 2024, 13:22
ზაურ დარგალი - მჯერა, კვლავ ერთად, ღირსეულად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მარნეულის დელეგატი ზაურ დარგალი, თამარისისა და კაჩაგანის მოსახლეობას შეხვდა და სარჩევნო პროგრამა გააცნო.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხებზე ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
„სწორედ მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე მჯერა, რომ კვლავ ერთად, ღირსეულად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა ზაურ დარგალმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.