დავით შერაზადიშვილი – ჩვენ ყველა ვირჩევთ მშვიდობას და მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ღირსეულად გავიმარჯვებთ

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა ისაუბრა ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებაზე და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.
„ჩვენ ყველა ვირჩევთ მშვიდობას და მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ღირსეულად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
დელეგატთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მუშფიკ ბორჩალი, ფარმან ბორჩალი, რასიმ ისმაილოვი და ფამილ ჩირაკოვი, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია