ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზაურ დარგალი - დღეს ჩვენ ისტორიული არჩევანი გავაკეთეთ, ჩვენ ღირსეულად შევალთ და გავხდებით ევროპის ნაწილი

ზაურ დარგალი - დღეს ჩვენ ისტორიული არჩევანი გავაკეთეთ, ჩვენ ღირსეულად შევალთ და გავხდებით ევროპის ნაწილი

მარნეულში "ქართული ოცნების" დელეგატის, ზაურ დარგალის განცხადებით, ამ მომენტისთვის დათვლი ხმების რაოდენობით, "ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით იგებს.
დარგალის თქმით, ეს ისტორიული არჩევნები მარნეულისთვისაც ისტორიული აღმოჩნდა შედეგების მიხედვით.
"გილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას. ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მარნეულშიც, ყველა უბანზე დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. მადლობა მინდა თითოეულ ამომრჩეველს გადავუხადო, დღეს ჩვენ ისტორიული არჩევანი გავაკეთეთ, ჩვენ ღირსეულად შევალთ და გავხდებით ევროპის ნაწილი.
ამ დროისთვის ყველა უბნიდან რა შედეგებიც მოდის, ყველგან დიდი უპირატესობით ვიგებთ. დარწმუნებული ვარ, ისტორიული არჩევნები მარნეულისთვისაც ისტორიული იქნება თავისი შედეგებით. ჩვენ ამ მხარდაჭერას ვგრძნობდით ყველა შეხვედრაზე და ეს დღეს აისახა შედეგებზე",- განაცხადა დარგალმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.