ზარალიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

2023 წლის შედეგებით სადაზღვევო კომპანიების მოგებამ 248,5 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 73,5 მილიონი ლარი. მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სადაზღვევო მოგება 210 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგება 39 მლნ ლარი იყო.
რაც შეეხება მოზიდულ სადაზღვევო პრემიას პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან, მან 1.063 მლრდ ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2022 წელს მოზიდული პრემია 910 მლნ ლარი იყო.
კომპანიების ანგარიშგების მიხედვით, 18 სადაზღვევო კომპანიიდან 2 ზარალზე გავიდა.
ზარალიანი სადაზღვევო კომპანიები შემდეგია:
· სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია – ზარალი 1.747 ლარი.
„ბენეფიტის“ მიერ მოზიდულმა პრემიამ გასულ წელს 40 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. კომპანიის ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალი 25 მლნ ლარი იყო.
· სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი – ზარალი 1.285 მლნ ლარი.
„პრაიმის“ მოზიდული პრემია 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 2 მლნ ლარით გაიზარდა და 12 მლნ ლარი გახდა. კომპანიის მიერ ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალი კი 7.6 მლნ ლარი იყო.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.