არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ეს კონტრაქციად იყოს განხილული, აგერ გამოდიან ყოფილი “კმარელები”… ჩამოიტანენ ხალხსო, დამამცირებელი სიტყვებით. ამათ ვერც წარმოუდგენიათ, რომ ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი არსებობს, ვისაც არ უყვარს უსამშობლოობა, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყნის ღირსება არის დასაცავი ამ ეტაპზე. ასეთი ბევრი ადამიანი შეიკრიბება, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ.
29 აპრილს ქართული ოცნება პარლამენტის წინ რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციას გამართავს.