ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბერლინში ჩავა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. მედიის ინფორმაციით, და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
„მოლაპარაკების ფარგლებში, ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების ვალდებულებებისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.
დღის მეორე ნახევარში ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი” – ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ მიესალმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს