ვლადიმერ პუტინი – რუსეთი არ შეიძლება იყო ისლამური ფუნდამენტალისტების ტერორიზმის სამიზნე

არ შეიძლება იყოს ისლამური ფუნდამენტალისტების ტერორისტული თავდასხმების სამიზნე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელიც აჩვენებს რელიგიებს შორის ჰარმონიისა და ერთიანობის, რელიგიათა ერთიანობის, ეთნიკური ერთიანობის უნიკალურ მაგალითს”, – აღნიშნა პუტინმა რუსეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაციის ყრილობაზე.
მისი თქმით, არსებობს ყველა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ „კროკუსზე“ ტერაქტის დამკვეთების მთავარი მიზანი რუსეთის ერთიანობის დარღვევა იყო.
„რა თქმა უნდა, და თუ ვიმსჯელებთ იმით, რასაც ახლა გამოძიება იძლევა, ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ მოსკოვში სისხლიანი, საშინელი ტერორისტული აქტის დამკვეთთა მთავარი მიზანი იყო სწორედ ჩვენი ერთიანობისთვის ზიანის მიყენება“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ