ვინ შეიძინა საფრენი აპარატი კატარიდან, საქართველოშია თუ არა, და იყო თუ არა მისი ყიდვით დაინტერესებული ივანიშვილი? – გოცირიძე

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადასტურებს, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში
საქართველოში 22.3 მლნ დოლარის საფრენი აპარატის იმპორტი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა მ საქსტატიდან გამოითხოვა მას შემდეგ, რაც შს მინისტრმა განაცხადა რომ საქართველოში კატარიდან შემოსული საფრენი აპარატები სახელმწიფო სტრუქტურებს არ შეუძენიათ.
რომან გოცირიძემ სადეპუტატო კითხვით მიმართა საქსტატს, რომ მიეღო დეტალური ინფორმაცია, რა სახის საფრენი აპარატები იქნა იმპორტირებული კატარიდან საქართველოში.
საქსტატიდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ 2024 წელს შეძენილია 1 საფრენი აპარატი, თუმცა ვინ არის მყიდველი უცნობია.
საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ რომან გოცირიძეს ბატონო რომან, თქვენი მომართვის (N2006/3-17/24, 21.03.2024 წ.) პასუხად, გიგზავნით სტატისტიკურ მონაცემებს კატარიდან საქართველოში საფრენი აპარატების იმპორტის შესახებ, 2024 წლის იანვარ-თებერვალში. დანართი: ექსელის ფაილი (11 KB). პატივისცემით, გოგიტა თოდრაძე,” – წერია პასუხში.
დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, სახელმწიფომ უნდა გაასაჯაროოს, ვინ შეისყიდა კატარიდან საფრენი აპარატი და რა არის მისი დანიშნულება. გოცირიძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა გაუმჭვირვალობაშია, რაც ბევრ ეჭვს აჩენს. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ საფრენი აპარატის შესყიდვით ც ყოფილიყო დაინტერესებული.
სწორედ ამიტომ, ყველა კითხვის მოხსნის მიზნით, დეპუტატი მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, გაასაჯაროოს ინფორმაცია, ვინ შეისყიდა საფრენი აპარატი. ვინაიდან, როგორც გოცირიძე ამბობს, ყველა საქონელი, რომელიც საქართველოში შემოდის, საერთაშორისო სანქციებიდან გამომდინარე ყურადღების ქვეშაა, რადგან უნდა მიმდინარეობდეს მონიტორინგი, რომ არ მოხდეს ამ აპარატის საზღვარგარეთ გატანა.
როგორც რომან გოცირიძე ამბობს, თუ ვინ შეისყიდა ეს ძვირადღირებული საფრენი აპარატი, ამაზე ინფორმაცია უნდა იცოდეს ფინანსთა სამინსიტროს და იმ ჯგუფს, რომელიც სანქციებზე მუშაობს.