ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი – მელია თუ გვარამია? – “შეიძლება ეს საერთოდ არ მოხდეს”

ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი – თუ – ვინ იქნება საპარლამენტო სიაში პირველი? – „ახალის“ თანათავმჯდომარეები „რეაქციაში“ ამ კითხვას პასუხობენ.
პრემიერობის კანდიდატი საერთოდ სიაში რომ არ იყოს, მერე რა ხდება, არ ვიცით. უკვე ვერ ხდება – ადამიანები, ვინც არიან, არ მიტარებენ არცერთ შეცდომას, ვისთანაც ერთად ვარ. ჩემთვის ჩემი და ნიკას თანათავმჯდომარეობა ეს არის რამდენიმე ფორმალური, მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან ცოტა საკითხი, ფორმალიზება ხელმოწერით გასატარებელი საკითხი.
ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ქვეყანა და თუ ვიძლევით დაპირებას, რომ პარლამენტმა უნდა მართოს ქვეყანა, მაშინ პარტია თუ არ მართავს პარლამენტს, მაშინ ეს დაპირება არის ფუჭი და ტყუილი. ამ პარტიაში არიან ადამიანები, ვინც იქნებიან პოლიტსაბჭოს წევრები და ვინც არის წარმატებული, შემდგარი. მათ არ სჭირდებათ ნიკა გვარამიას და მელიას ფანკლუბის წევრობა, მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, მოახმარონ თავისი ცოდნა, უნარები, ენერგია ამ ქვეყანას და შეცვალონ, არამარტო შეცვალონ ხელისუფლება, არამედ წინ წაიყვანონ ეს ქვეყანა და მართონ.
აქ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია იყოს მთავრობის წევრი, მაგალითად მართოს ჯანდაცვა – ანი ქავთარაძემ, შეუძლია მას ეს. შეიძლება სხვა იყოს, მაგრამ ანის ყველა იცნობს.
ესენი მიიღებენ გადაწყვეტილებას, მათ შორის იმაზე, მელია იქნება წინ თუ გვარამია. იქამდეც ნუ მივალთ, რომ ან მე ან მელია უნდა ვიყოთ პრემიერობის კანდიდატი, შეიძლება ეს საერთოდ არ მოხდეს. ნიკა მელია:
იქნება ისე, როგორც გუნდი გადაწყვეტს. მე ვფიქრობ, თუ რაიმე უპირატესობა აქვს ამ გუნდს, ეს არის ძლიერთა გაერთიანება და ძლიერთა გაერთიანება როდესაც არის სულ სხვა მოცემულობაა, ვიდრე ბარიერის გადალახვის შიშით გაერთიანებული გუნდი იკრიბება.

ასევე დაგაინტერესებთ