“ვინ არ არის მზად [EU-სთვის], ქართველი ხალხი თუ ოცნება?” – კუბილიუსი ღარიბაშვილს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც გუშინ თქვა, რომ “საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, რადგან ის ჯერ მზად არ არის ამისთვის”.
“დეკემბერში ღარიბაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ ამბობს, რომ საქართველო არ არის მზად. კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ქართველი ხალხი თუ ქართული ოცნება? პასუხი ნათელია.
საქართველო იღებს რუსული სტილის კანონებს მაშინ, როდესაც პროევროპული ხალხი ქუჩებში პროტესტს აწყობს”, – წერს კუბილიუსი.
17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.