ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

(ვიდეო) – “გამო, აბა” – დაპირისპირება მდინარაძესა და ელისაშვილს შორის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მამუკა მდინარაძე და ალეკო ელისაშვილი დაუპირისპირდნენ.
დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით განაცხადეს, რომ ეს არის „რუსული კანონი“, რამაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.
უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა განმარტონ, თუ რატომ უწოდეს აღნიშნულ კანონს „რუსული”.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ამ კანონის ხელმეორედ მიღების მცდელობას არ აქვს ლოგიკური ახსნა და ეჭვობს, რომ ქართულ ოცნებას ვალდებულებები აქვს რუსეთთან და ამის გამო ცდილობს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ასეთი დაჟინებით მიღებას.
http://

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.