“ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი” – ზურაბიშვილი

9 აპრილს დაღუპულთა პატივის მისაგებად მემორიალთან მისულ საქართველოს პრეზიდენტს ადგილზე მყოფებმა სიტყვა გააწყვეტინა. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა მემორიალთან პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპულებს, მან მედიასთან გადაინაცვლა კომენტარის გასაკეთებლად, სადაც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ პრეზიდენტის კომენტარის ჩაშლა სცადა და მას სიტყვა გააწყვეტინა. ზურაბიშვილის თქმით, 9 აპრილის “მნიშვნელობა არის, რომ ვერავინ ვერ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას და ფაქტი, რომ 8 აპრილს ვიღაც-ვიღაცებმა გაბედეს და კიდევ ერთხელ შემოიტანეს რუსული კანონი, არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი”. “ვერავინ, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშითა და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, ვერასოდეს. მე არ ვიცი რა იქნება დასავლეთის რეაგირება, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა – გვინდა ის, რაც მოხდა 9 აპრილს, თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს. არჩევანი საქართველოსთვის ეს არის – ან დამოუკიდებლობა, ან მონობა და . ჩვენ ვიცით რაც გვინდა, თუ არ იცით, ისწავლეთ და წაიკითხეთ” – თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ