თავისუფლებისთვის! – წალენჯიხაში აქცია დაანონსდა – დეტალები

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა, ხვალ, პირველ მაისს, წალენჯიხაში აქციას აანონსებს და სოციალურ ქსელში, წერს:
ხვალ! წალენჯიხა! 19.00. არა რუსულ კანონს! ჭადრაკის სახლის წინ! თავისუფლებისთვის!
დღეს ნიღაბი ჩამოხდილია! დღეს ერთ მხარეს არის პრორუსული ხელისუფლება, მეორე მხარეს – თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, რომელთაც საკუთარი სამშობლო ევროპაში ეგულებათ. ამ ახალგაზრდებს უნდათ ევროპა. თუ ევროპა აქ არ მივიღეთ, ეს ახალგაზრდები წავლენ ევროპაში. ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდები წავიდნენ ევროპაში თუ ევროპა მოვიდეს აქ და ევროპაში მყოფი ემიგრაცია დაბრუნდეს საქართველოში?! ჩვენ გვინდა რომ ევროპა იყოს აქ.

ასევე დაგაინტერესებთ