არქივი10 აპრილი, 2024, 13:40
ესპანეთის სამეფოში დედაენის დღის აღსანიშნავი კონცერტი გაიმართება
2024 წლის 11 აპრილს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დედაენის დღის აღსანიშნავი კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მადრიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუნდი, ანსამბლი “ფესვები”, ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლა “აისი”, ალკობენდას საკვირაო სკოლა “ბეღურა” და მასთან არსებული ხალხური საკრავების სტუდია, ქართული ცეკვების აკადემია “ჯორჯია”, ტრიო “სიმები”.
კონცერტი გაიმართება 19:30 საათზე სანჩინაროს კულტურის ცენტრში, შემდეგ მისამართზე: C. de la Princesa de Eboli, 29, Hortaleza
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.