ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - 20-21 აპრილს, დედაენის ბაღში ჩატარდება პირველი მასშტაბური ფესტივალი - სახელწოდებით „ურბან ფესტი“

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ურბანული სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, 20-21 აპრილს, დედაენის ბაღში ჩატარდება პირველი მასშტაბური ფესტივალი - სახელწოდებით „ურბან ფესტი“. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, პროექტის მიზანია ურბანული სპორტის სახეობების განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.
„პროექტი დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება: სპორტული შეჯიბრებები, სახალისო თამაშები, ხელნაკეთი ნივთები გამოფენა-გაყიდვა, იფუნქციონირებს კვების ზონები, ასევე ფესტივალის დასასრულს გაიმართება ღონისძიების დახურვის ცერემონია.
ფესტივალზე მოსული სტუმრები ორი დღის განმავლობაში შეძლებენ ჩაერთონ მათთვის საყვარელი სპორტული სახეობების შეჯიბრებებში, იხილონ სახალისო სპორტული შოუ-პროგრამა და მოუსმინონ ქართველ მუსიკოსებს.
აღნიშნული ღონისძიება 20-21 აპრილს გაიმართება.
პროექტის მიზანია ურბანული სპორტის სახეობების განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.