ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე – შესაძლოა, რაღაც მომენტში, ადგილზე ოპერაციების ჩატარება მოგვიწიოს

საფრანგეთის პრეზიდენტ ს განცადებით, ში, რაღაც მომენტში შესაძლოა, დასავლეთის სახმელეთო ოპერაციები საჭირო გახდეს.
„შესაძლოა, რაღაც მომენტში – მე ეს არ მინდა, მე არ ვიქნები ინიციატორი – ჩვენ მოგვიწიოს ოპერაციების ჩატარება ადგილზე, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, ს ძალებთან დასაპირისპირებლად. საფრანგეთის ძალა არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, – განუცხადა მაკრონმ Le Parisien-ს.
გამოცემა France24-ი წერს, რომ მოკავშირეებს შორის არსებობს სერიოზული უთანხმოება უკრაიაში სახმელეთო ოპერაციების ჩატარებისა და სთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებასთნ დაკავშირებით.
მაკრონი კიევის მიმართ სოლიდრობის ნიშნად პარასკევს ბერლინში გერმანელ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის სამი ქვეყანა გაერთიანდა იმ მიზნით, რომ არასოდეს დააუშვან რუსეთის გამარჯვება და რომ ბოლომდე მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს.

ასევე დაგაინტერესებთ