“ელისაშვილმა სიფათში რომ დაარტყა მდინარაძეს, ღარიბაშვილის ხალხი ტაშს უკრავდა” – უგულავა “ოცნების” შიგნით დაპირისპირებაზე

ელისაშვილმა სიფათში რომ დაარტყა მდინარაძეს, ღარიბაშვილის ხალხი ტაშს უკრავდა – პოლიტიკოსი გიგი უგულავა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში “ოცნების” შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველ გუნდში ერთმანეთს “ვირთხებივით” ჭამენ.
ფსიქოზს მისულია “ოცნება”, კოლბაში მოქცეული ვირთხები, რომლებცი რაღაც მომენტში ერთმანეთს ჭამენ. ისეთი ჭამა მიდის ერთმანეთის შიგნით, ვერ წარმოადგენთ. ელისაშვილმა სიფათში რომ დაარტყა მდინარაძეს, ღარიბაშვილის ხალხი ტაშს უკრავდა. ვირთხების ცენტრიდანული მოძრაობა დაწყებულია. ღარიბაშვილი იყო ბიზნესხელთათმანი ივანშვილის, ბიზნესხელთათმანი მაინც არის ხიჭვიანი პოლიტიკაში, არის პოლტიკური ხელთათმანი – ეს 83 დეპუტატი არის ამ ხელთათმანის გაგრძელდება”, – ამბობს უგულავა.