არქივი19 დეკემბერი, 2024, 10:53
ეკა ქარდავა: მალე მივულოცავ რეგიონში სომხეთს ყველა ბერკეტისა და ხაზის ხელში აღებას... ჩვენ კი "ვემსახუროთ" უდიპლომოებს, მილიონრებს, მოძალადეებსა და რუსებს...

"ფაქტიურად პირველი შემთხვევაა, როცა #საქართველოს #ღირებულება აქვს #დაკარგული გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პოლიტიკაში. #ევროკავშირის_საბჭომ გაფართოების შესახებ 2024 წლის გადაწყვეტილების თანახმად - ბალკანეთი, უკრაინა და მოლდოვა მყარი გარანტიებით გაწევრების პროცესშია. თურქეთი და საქართველო - არა. თურქეთი მთავარი პარტნიორიაო მაინც. საქართველო კი არაფერში არ არის... აი ადამიანი - არავის არც ერთ კონტექსტში რომ არ სჭირდება, სარგებელიც რომ არ აქვს, მისიაც რომ არ აქვს, დანიშნულებაც რომ არ აქვს - აი ასეთად ვიქეცით რეგიონში...
არასდროს, არასდროს ასეთი უფუნქციო და უსარგებლო არ ყოფილა საქართველო... იმ აღმოსავლეთსაც იმიტომ აინტერესებდა მცირედით მაინც საქართველო რომ კავშირს წარმოადგენდა ევროპასა და ცივილიზაციასთან... ამიერიდან მალე მივულოცავ რეგიონში #სომხეთს ყველა ბერკეტისა და ხაზის ხელში აღებას... ჩვენ კი "ვემსახუროთ" უდიპლომოებს, მილიონრებს, მოძალადეებსა და რუსებს..." - წერს სოციალურ ქსელში ასოციაციის "ევროპის დროით" თავმჯდომარე, ეკა ქარდავა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.