ევროკავშირი შობადობა მკვეთრად შემცირდა

ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის (ევროსტატის) მონაცემებით, ევროკავშირში დაბადებული ბავშვების რაოდენობა 4 მილიონს დაბლა პირველად 2022 წელს დაეცა.
2022 წელს ახალშობილთა რაოდენობა 3,88 მილიონამდე შემცირდა, 2021 წლის 4,09 მილიონთან შედარებით. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც 1960 წელს დაიწყო შესადარებელი მონაცემების შეგროვება, წერს Financial Times.
ამავდროულად, შობადობა განსაკუთრებით შესამჩნევად შემცირდა საბერძნეთში, ირლანდიასა და ესტონეთში.
ახალშობილთა რიცხვი ევროკავშირში მცირდება 2008 წლიდან, როდესაც ის 4,68 მილიონი იყო.
შობადობის მთლიანი მაჩვენებელი (ერთ ქალზე დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობა მთელი ცხოვრების განმავლობაში) 2022 წელს იყო 1,46, 2021 წლის 1,53-თან და 2020 წლის 1,51-თან შედარებით.