დიდი ემოცია! მხითარიანმა ტოპლიგა პირველად მოიგო – “შარშან ქართველმა, წელს სომეხმა”…

მილანის “ინტერმა”, ორწლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ჩემპიონობა დაიბრუნა, მილანურ დერბიში “მილანს” აჯობა და ტიტული, რომელიც გასულ წელს “ნაპოლის” ეკუთვნოდა, გაიფორმა. ეს მატჩი ორი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, 36 წლის ფრანჩესკო აჩერბიმ ყოფილი გუნდის კარში გაიტანა, 35 წლის ჰენრიკ მხითარიანმა კი ტოპლიგა პირველად მოიგო.
მხითარიანს გამორჩეული სეზონი აქვს. “მილანთან” მან კარისკენ სამჯერ დაარტყა (ერთხელ ზუსტად), პასების 85% ზუსტი ჰქონდა, ორჯერ კი მასზე დაჯარიმდნენ. ჰენრიკი კარგი იყო “დორტმუნდშიც”, “მანჩესტერშიც”, “არსენალშიც” და “რომაშიც”, მაგრამ ტიტულამდე სულ ერთი ნაბიჯი აკლდებოდა. მხითარიანის ისტორია ყველამ იცის,
მას მამა ადრე გარდაეცვალა და ბევრი პრობლემა გადაიტანა…
მხითარიანი 2021 წელს მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა კაპაროსმა ნაკრებში აღარ მიიწვია და ამან ყოფილი კაპიტანი ძალიან გააბრაზა. ახლა სომხებს უკრაინელი პეტრაკოვი წვრთნის.
სომეხი გულშემატკივრები გახარებულები არიან და აფიქსირებენ, რომ ძალიან ცუდია, ჰენრიკი ნაკრებში რომ აღარაა. საინტერესოა ერთ-ერთი გამოხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს სკუდეტო ქართველმა () მოიპოვა, წელს კი ამის პატივი სომეხ ფეხბურთელს ხვდა წილად…
მხიათარიანმა სომხეთისა და უკრაინის ჩემპიონობას, კარიერის ბოლოს, მართლაც მშვენიერი ჯილდო შემატა.