დიასპორის საკითხებში ისრაელის მინისტრი – ხმის მიცემის უფლებით ამერიკის მოქალაქე რომ ვიყო, ხმას ტრამპსა და „რესპუბლიკელებს“ მივცემდი

-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას დონალდ ტრამპს მივცემდი, – ამის შესახებ დიასპორის საკითხებში ს მინისტრმა, ამიჩაი ჩიკლიმ განაცხადა.
„აშშ [ს] ხელმძღვანელობით ძალის დემონსტრირებას ვერ ახდენს და ეს ისრაელსა და სხვა ქვეყნებს ზიანს აყენებს. ბაიდენი ისრაელის მეგობარია, მაგრამ ის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რაც მასზე მოქმედებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ზიანს აყენებს“, – განაცხადა ამიჩაი ჩიკლიმ.
დიასპორის საკითხებში ისრაელის მინისტრმა, ამიჩაი ჩიკლიმ კომენტარი აშშ-ის სენატის მიერ ისრაელის დახმარების პაკეტის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.
„მან ომის დაწყებისას „ჰეზბოლას“, ისევე როგორც ირანს, „არა“ განუცხადა. ჩვენ შედეგი ვნახეთ. ხმის მიცემის უფლებით ამერიკის მოქალაქე რომ ვიყო, ხმას ტრამპსა და რესპუბლიკელებს მივცემდი“, – აღნიშნა ჩიკლიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო მინისტრი – ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები აგრესორი სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციას არ დაესწრებიან – პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დანაშაულებისთვის იძებნება