დავით ხაჯიშვილი – 2023 წელს 4 მილიარდზე მეტი გადმოირიცხა დიასპორიდან საქართველოში – ეს ხალხი ინახავს ჩვენს ქვეყანას და გეკითხებით, რას აკეთებთ იმისთვის, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ

2023 წელს 4 მილიარდზე მეტი გადმოირიცხა დიასპორიდან საქართველოში – ეს ხალხი რეალურად ინახავს ჩვენს ქვეყანას. როგორც ვიცე-პრემიერს ისე გეკითხებით, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხმა, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, გაუადვილოთ მათ ეს პროცესი და რატომ არ უფრთხილდებით ჩვენს მთავარ საერთაშორისო ინვესტორებს? , – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა, პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს.
ხაჯიშვილმა მინისტრს მიმართა კითხვით, თუ რატომ არ უფრთხილდება ხელისუფლება მთავარ საერთაშორისო ინვესტორებს.
„ბატონო ლევან, თქვენ ისაუბრეთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და 2023 წელს 24%-ით შემცირდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში.
„სამწუხაროდ, ომის პირობებში, რომელიც შია, ბევრმა უცხოურმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა და წავიდა მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არის – სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა. სამწუხაროდ, არც ერთი კომპანია არ წამოვიდა საქართველოში, არც ერთი საერთაშორისო კომპანია.
როდესაც ჩვენ გვაქვს პრივილეგია მათთან შედარებით, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა – ეს პრივილეგიებიც ვერ გამოვიყენეთ, ვერ ჩამოვიყვანეთ, ვერ დავარწმუნეთ საერთაშორისო ინვესტორები, რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოში, ჩაედოთ აქ ფული, შექმნილიყო მეტი მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ! რატომ? – ეს არის კითხვა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს სახარბიელო საინვესტიციო კლიმატი საქართველოში და ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ჩვენთან დიდი ინვესტორი არ ჩამოვა.
ასევე, თქვენ იცით, რომ ჩვენი მთავარი საერთაშორისო ინვესტორი არის დიასპორა. 2023 წელს, 4 მილიარდზე მეტი გადმოირიცხა დიასპორიდან საქართველოში – ეს ხალხი რეალურად ინახავს ჩვენს ქვეყანას. როგორც ვიცე-პრემიერს ისე გეკითხებით, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხმა, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, გაუადვილოთ მათ ეს პროცესი და რატომ არ უფრთხილდებით ჩვენს მთავარ საერთაშორისო ინვესტორებს?“ , – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ