დავით შერაზადიშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად ავირჩევთ მშვიდობას და განვაგრძობთ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების: ხახალაჯვარის, ჭრეშისა და დარბაზის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორამციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორამციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე, ამასთანავე, მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა და მათი ჩართულობის აუცილებლობა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად ავირჩევთ მშვიდობას და განვაგრძობთ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას “, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.