დავითაშვილმა ისევ გაიტანა – ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა თავი [VIDEO]

ლიგა 2-ის 32-ე ტურში „ბორდო“ პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე „ბასტიასთან“ 1:3 მარცხდება.
მასპინძლები სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, კორსიკელებმა კი პირველ ტაიმში სამი კონტრიერიში განახორციელეს და სამი გოლი გაიტანეს. 44-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში შეამცირა.
დავითაშვილმა ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 31 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
ზურიკო ჩინებულ ფორმაშია და”ბორდოს” ნამდვილი ლიდერია – ჟირონდელებმა ურთულესი მატჩი მოიგეს [VIDEO]